თემები

          ესე  ,,მკვდარ სიცოცხლეზე''
არსებობენ ადამიანები,რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს უქმად და უმიზნოდ  ატარებენ,რომლებიც ვერ აცნობიერებენ ცხოვრების არსს,თუ რისთვის გაჩნდნენ ამ ქვეყნად და ფაქტიურა ეს ადამიანები ,,მკვდარი სიცოცხლით'' ცხოვრობენ.
         ხშირად უაზრო,უმიზნო და არაფრისმომტანი სიცოცხლე  თავი და თავია ყოველგვარი ბოროტებისა და ავაზაკობის. სიზარმაცე ადამიანს ცოდვისაკენ  უბიძგებს.ნათქვამია: ,, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი''. ეს წინადადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს,რომ უაზრო,უსიცოცხლო ცხოვრება არარაობაა და მასთან შედარებით სიკვდილი უფრო შინაარსიანია.  ასევე მე მინდა პარალელი გავავლო  ვაჟა-ფშაველას  მოთხრობა ,,მუხაზე'',რომელიც არტოდმარტოა ველზე, მისი სიცოცხლე უხალისოა,ხმის გამცემი არ ჰყავს.მისი სიცოცხლე ,, მკვდარი სიცოცხლეა''.
        ვფიქრობ, რომ უქმად გატარებული ყოველი წუთი დაკარგულია და მათ არანაირი ფასი არ გააჩნიათ, ვფიქრობ,რომ ადამიანმა თავის ცხოვრებას რაღაც აზრი უნდა მისცეს და უბრალოდ  ტვირთად არ დააწვეს ისედაც დამძიმებულ დედამიწას.




რა არის მარცვალი?

  მარცვალი არის სიკეთის სიმბოლო.  გურამ პეტრიაშვილის მხატვრულ  ნაწარმოებ ,,წვიმის მოყვაულ კაცში'' ნახსენებია მარცვალი,რომელმაც დიდი სიკეთე  მოიტანა ყველასთვის იმ ქალაქში  და  როდესაც ეს მარცვალები   ქოთანში  ჩარგეს მომავალში ეს მარცვლები  ულამაზეს ყვავილებად  გადაიქცა და ყველა მაცხოვრებლის აივანზე ულამაზესი ყვავილები იდგა.
         წვიმის მოყვარულ კაცს მარცვალი ღმერთმა მისცა,იმიტომ რომ  მას ის  დაეთესა  რადგან მას სიკეთე დაეთესა , რადგან მარცვალს სიკეთის სიმბოლო აქვს ღმერთმა იგი სიკეთის დასათესად გამოუგზავნა,მან სიკეთე დათესა კიდეც და მთელი ქალაქი ბედნიერი და გაკეთილშობილებული იყო.

სამშობლო

მინდა წარმოგიდგინოთ ერთი თემა რომელსაც ერთ-ერთ ბლოგზე წავაწყდი!


“სამშობლო როგორც ბავშვი, ან ტირის ან იცინის. რომ ტირის ტკივილისგან და იცინის სიხარულისგან, ეგ ყველამ იცის, ხოლო რა ადგილას ტკივა და რა მიზეზია სიხარულისა – ეს კი ძალიან ძნელი გამოსაცნობია.” – ეს ბერნეს სიტყვებია… მომწონს :))

ჩემთვის რა არის სამშობლო? ადგილი დედამიწაზე რომელსაც საქართველო ქვია და სადაც ვცხოვრობ? არა სამშობლოს მცნება უფრო ღრმა და ვრცელია… რა უცნაურია როცა გიყვარს რაღაც მიწის ნაგლეჯი, შენს სულთან უშვებ… მთელი გულით იყვარებ, თავს წირავ, იცავ…

სამშობლო მარტო სუფრასთან გასახსენებელი არაა… თან როგორ?! მექანიკურად თავის თავსაც ატყუებენ საკუთარ თავს პატრიოტებს ეძახიან, ლექსებს ამბობენ სამშობლოზე…

სულ საქართველოს ლანძღვა მესმის… ამ ქვეყნის დედა, აქ ხომ ვერაფერს გააკეთებ… ქვეყანა რა შუაშია?! ყველაფერი იმის ბრალის რომ ჩვენ ქართველი ადამიანები იმის მაგივრად რომ ზევით ავიწიოთ პირიქით დაბლა ვეშვებით… ერთმანეთს ძირს ვუთხრით. დავცინით ვამცირებთ უკულტუოებივით ვიქცევით. ფეხებზე ვიკიდებთ წარსულს, ვთელავთ ტრადიციებს. თორემ საქართველო არაფერ შუაშია! ეს მიწის ნაწილი 21 საუკუნეა ერთგულად გვემსახურება ყველა ასპექტში. გვაჭმევს, გვასმევს, გვასვენებს, გვმკურნალობს კიდეც! მისი ბრალი არაფერი არაა…პირიქით საუკუნეების განმავლობაში ვაგლეჯთ ნაწილებს მერე ისევ ვაკერებთ და ასე დაუსრულებლად… თითოეული ქართველის ბრალია უყვარდეს თავისი სამშობლო… ბოლოს და ბოლოს ამდენი ხანი მტერთან რომ იცხოვრო მის მიმართ გაგიჩნდება გრძნობა და სამშობლოს სიყვარული რა გახდა?! რა ძალა ედგათ იმ ადამიანებს ომში რომ მიდიოდნენ?! შენ რითი შეგიძლია დაუმტკიცო რომ გიყვარს? საზღვარგარეთ გაქცევით? ლანძღვით? გინებით? 24/7 აქაურობის ძაგებით? დანაგვიანებით? დამტვრევით? გაყიდვით? 

ქართველობის დავიწყებით? არა არავის არ განვსჯი!!!! მართლა! უბრალოდ გული მტკივა… ყველაფერი სხვანაირად რომ ესმით… აი “პატარა ქალაქის ზღაპრები” ვისაც წაუკითხავს ის მიმიხვდება რას ვგულისხმობ :))) მოკლედ კეთილო ადამიანებო სამშობლო ჩემთვის სახლია, ჩემი “თავშესაფარი”, ჩემი მეგობარი, ჩემი მშობელი… მე სამშობლოს მამა ვაჩუქე… მე სამშობლოს გულსაც ვჩუქნი :))) მე მიყვარს საქართველო!!! და ღმერთმა ქნას ოდესმე მომეცეს საშუალება რამე ღირებული გავუკეთო ჩემს სამსობლოს. მე მისგან არ გავიქცევი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნისთვის ერთ ერთი აგური რომელსაც ჯერჯერობით ფუნქცია არ აქვს მაგარმ იმედია ოდესმე საძირკველში აღმოჩნდება :))

ლირიკული გმირი

ლირიკული გმირი, ლირიკული „მე“, ის პირი, ვისი აზრი და განცდაც არის 
გამოხატული ნაწარმოებში. ტერმინი ეკუთვნის იური ტინიანოვს. ეს პირი უმთავრესად 
თვით პოეტია, მაგრამ არ შეიძლება ლირიკული გმირის გაიგივება პოეტთან. პოეტი

ლექსებში გადმოგვცემს არა მარტო საკუთარ ბიოგრაფიასა და განწყობიებებს, არამედ
 მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც. ლირიკული გმირის ცნება მოიცავს პოეტის მთელ 
შემოქმედებას და წარმოდგენას გვაძლევს მის მიერ შექმნილ ლირიკული ხასიათის

თავისებურებებზე. ქართულ ლიტერატურაში ამ თვალსაზრისით 
 ლირიკული გმირები.
ურთიერთობა ერთმორწმუნე რუსეთთან-გეორგიევსკის ტრაქტატი

          საქართველოს გარშემო მყოფმა მრავალმა, დაუმარცხებელმა და 

ძლიერმა მტრებმა ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე მეორეს მიაღებინაისეთი 

გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა მეზობელი ქვეყნის, რუსეთის, 

მფარველობას. 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში, რუსეთის 

მხრიდან გენერალმა პავლე პოტიომკინმა, ხოლო ქართლ-კახეთის მხრიდან 

იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერეს მეგობრობითი 

პირობას (გეორგიევსკის ტრაქტატს), რომელიც გულისხმობდა რუსეთ-

საქართველოს თანამშრომლობას. ზემოთ ხსენებული ტრაქტატის

რატიფიცირება ერეკლე მეფემ 1784 წლის 24 იანვარს მოახდინა.

1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი პრეამბულისა და ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი 13 მუხლს (`არტიკულს~) შეიცავს, ხოლო მეორე ახალი შესავლით იწყება და ოთხი საგანგებო მუხლისაგან შედგება. მეორე არტიკულით რუსეთის იმპერატორი სიტყვას იძლევა რომ დაიცავს ქართლ-კახეთის ტერიტორიებს და მფარველობას პირდება მას. თუმცა არაერთხელ დაარღვია ეს მუხლი. მესამე არტიკულში აღნიშნულია, რომ ქართლ-კახეთის მეფე ვალდებულია მემკვიდრეობის წესით მისი ტახტზე ასვლა რუსეთს აცნობოს და ამასთანავე იმპერატორისაგან ითხოვოს მეფედ დამტკიცება, ასევე სამეფო ნიშნების გამოგზავნა, როგორიც არის სიგელი, დროშა და ხმალი. მეოთხე არტიკულის თანახმად ქართველი მეფე შეზღუდულია საგარეო ურთიერთობებში. მესამე და მეოთხე არტიკულებში კარგად ჩანს რომ, რუსეთი იმთავითვე ერეოდა საქართველოს როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკაში. მერვე არტიკულში აღნიშნბული რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური გატანაბრებულია რუსეთის მღვდელმთავრებთან, მაგარმ მერვე ხარისხის წოდება ჰქონდათ. ამასთანავე ქართველ კათალიკოსს რუსეთის უწმინდესის სინოდის წოდება უბოძეს. თუმცა შემდგომში რუსეთის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე იყო შექმნილი. 

No comments:

Post a Comment